სერტიფიცირება & ტესტირება
დამოუკიდებელი ევროპული სერტიფიცირების სააგენტო ადასტურებს, რომ სურფაპორ® თერმოდრაი წყალდისპერსიული საღებავის თერმული გამტარობის კოეფიციენტს ამცირებს 4-ჯერ (0,1292 W/(mK), EN 12667).
აპლიკაციის წესი
სურფაპორ® თერმოდრაი გამოიყენება მხოლოდ წყალდისპერსიულ საღებავებში. საღებავში დამატების შემდეგ კარგად მოურიეთ. შესაძლოა, თავდაპირველად საღებავს ზემოდან აპკი გაუჩნდეს, თუმცა, კარგად მორევის შემთხვევაში აპკი მთლიანად გაქრება
და მასა გახდება ერთგვაროვანი. ეს მასა გამოიყენეთ ისე, როგორც იყენებთ ჩვეულებრივ საღებავს. საღებავის გაშრობის დრო და ფერი არ იცვლება. ასევე, არ იცვლება საღებავის ტექსტურა ხაოიანი და ნახევრად პრიალა საღებავებისათვის. სატინის, ან პრიალა საღებავებისათვის რეკომენდირებულია ჩაატაროთ ტესტირება მათ სრულფასოვნად გამოყენებამდე.
შეფუთვა:
3ლ, 5ლ, და 10ლ საღებავისათვის.
|