რა არის ნანოტექნოლოგია?
|
ეს არის მეცნიერების სფერო ძალიან მცირე ზომის სტრუქტურების (100 ნმ-ზე მცირე) შესახებ. 1 ნანომეტრი (ნმ) არის 1 მემილიარდე მეტრი (10-9). მეტრსა და ნამომეტრს შორის ზომაში ისეთივე სხვაობაა, როგორც დედამიწასა და ვაშლს შორის.
ნანოტექნოლოგია მეცნიერების ახალი ტალღაა, რომელსაც მედიცინა, მასალების წარმოება, საინფორმაციო, ენერგო და გარემოს დაცვის ტექნოლოგიები თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აჰყავს. ნანოტექნოლოგიით შესაძლებელია ისეთი მასალების შექმნა, რომელთაც, ერთის მხრივ, აქვთ განსაკუთრებული ქიმიური სტრუქტურა, ხოლო, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილია მათი ფუნქციურობა. ნატოტექნოლოგიით შექმნილ მასალებს ხშირად ”გონიერს” უწოდებენ, რადგანაც ისინი რეაგირებენ გარე ფაქტორებზე და იცვლებიან რომელიმე კონკრეტული პარამეტრის მიხედვით, იქნება ეს მექანიკური, ელექტრო-მაგნიტური, ვიზუალური, სტრუქტურული, თუ სხვა. |
რამდენად მცირეა სურფაპორის პროდუქციის ნანონაწილაკები? |
|
რომელ ქვეყნებში იყიდება სურფაპორის პროდუქცია? |
სურფაპორის პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს http://www.nanophos.com/en/Diktyo_en.html
|
რაში მდგომარეობს სურფაპორის პროდუქციის უნიკალურობა? |
განსხავავებით ორკომპონენტიანი და სილიკონზე დამზადებული საშუალებებისაგან, სურფაპორი ზედაპირზე არ ქმნის ე.წ. ”პლასტიკურ აპკს”, იგი არ ავსებს ზედაპირის ფორებს, არამედ მისი ნანონაწილაკები ღრმად აღწევენ მასალაში და მექანიკური ცვეთა გავლენას არ ახდენს მასალათა წყალგაუმტარობაზე (წყალმედეგობაზე). ნანონაწილაკები არ ქმნიან პოლიმერულ ჯაჭვს, რითაც უზრუნველყოფენ ზედაპირის ხანგძლივ დაცვას. ამასთანავე, სურფაპორის ნანოტექნოლოგიური დაცვა ადამიანის თვალისათვის უხილავია, რის გამოც ზედაპირების ფაქტურა და ვიზუალური მხარე ბუნებრივი სახით არის შენარჩუნებული. ასევე, განსხვავებით ტრადიციული საშუალებებისაგან, ნანოტექნოლოგიური ნაწილაკები არ რეაგირებენ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე.
|
საქართველოში სად გამოიყენეს
სურფაპორის პროდუქცია?
|
2010 წლის ივლისის თვეში ტაძრის აგურის პერანგი მთლიანად გაიწმინდა DeSalin K-ს საშუალებით და დამუშავდა Surfapor C-თი SurfaPore R-ით.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს არქიტექტორ ტეპლიცკის მიერაა აგებული.
2010 წლის მაისის თვეში თეატრის ფასადი გაიწმინდა DeSalin K-სა და
Desalin C-ს საშუალებით, რამაც თეარტის შენობას დაუბრუნა პირვანდელი
მოვარდისფრო სახე.
ბათუმში მედეას ქანდაკების მარმარილოს კვარცხლბეკი 2010 წლის ივნის-ივლისის
თვეში გაიწმინდა DeSalin K-თი და DeSalin T-თი და დამუშავდა SurfaPore T-ს
საშუალებით.
ძველი სამება თბილისში
ძველი სამების ეკლესიის ორვე გუმბათი გაიწმინდა და დამუშავდა ჩვენი
ნანოტექნოლოგიური პროდუქტით.
TBC ბანკის ცენტრალური ფილიალის "-1" სართული
TBC ბანკის მარჯანიშვილის ფლიალის სარდაფში წყლითა და ნესტით გამოწვეული პრობლემები წარმატებით გადაიჭრა სურფაპორ C-სა და თერმოდრაი -ს გამოყენებით.
სურფაპორ-ი და თერმოდრაი გამოიყენება პრაქტიკულად ყველგან, სადაც არსებობს წყლის, ნესტის, მარილების, ჰიდრო და თერმოიზოლაციის პრობლემები.
|